2026 წლის აპრილსა და მაისში სკოლაში
ჩატარდა ტრადიციული პროექტი „ვსწავლობ და ვასწავლი“ (პროექტის ხელმძღვანელი ქ. ილურიძე).
მე-10 -1 კლასის მოსწავლეებმა ოთხივე მეხუთე კლასში ჩაატარეს ქართული ენის გაკვეთილი
თემაზე - სასვენი ნიშნების სწორად გამოყენება.
აღსანიშანვია, რომ მეათე კლასის მოსწავლეები
კარგად იყვნენ მომზადებული; წინასწარ ჰქონდათ დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები
და სათანადო რესურსები.
მსგავსი ხასიათის პროექტი მრავალ მიზანს მოიაზრებს, კერძოდ, როგორც ცოდნის მიღებას, ასევე სოციალურ ურთიერთობებსაც.