4 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს, სკოლა „ალბიონში“
ნამდვილი „წიგნიერების დღესასწაული“ მოეწყო. თებერვლის ეს დღე ხმაურიანი, ემოციური
და, რაც მთავარია, წიგნებით სავსე აღმოჩნდა. გვყავდა „საიდუმლო სტუმარი“, მათ თავიანთი
საყვარელი წიგნებიდან ყველაზე შთამბეჭდავი მონაკვეთები წაგვიკითხეს, რამაც მოსწავლეებში
დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლეებმა საყვარელი პერსონაჟებიც გააცოცხლეს.
სკოლის ბიბლიოთეკაში ნამდვილი „კითხვის მარათონი“ მოეწყო. მოსწავლეები
რიგრიგობით კითხულობდნენ შერჩეულ წიგნს და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კითხვა ყველაზე
დიდი გამაერთიანებელი ძალაა.
დღის ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ნაწილი იყო „ბრმა პაემანი წიგნთან“.
შეფუთული წიგნები, რომლებსაც მხოლოდ მოკლე ანოტაცია ან სამი საკვანძო სიტყვა ახლდა,
მოსწავლეებმა ყდის ნახვის გარეშე აირჩიეს. ეს იყო ნამდვილი თავგადასავალი, ენდეთ შინაარსს
და არა - ვიზუალს.
ვზეიმობთ კითხვის ძალას - სიტყვას, რომელიც გვაფიქრებს და გვახსენებს, რომ ყოველი ხმამაღლა წაკითხული სიტყვა ახალი კარია ცოდნისა და მეგობრობისკენ.