თანამედროვე
მოთხოვნათა შესაბამისად სკოლა „ალბიონის პედაგოგიური
კოლექტივი დიდ ყურადღებას უთმობს მოსწავლეებში “აზროვნების მაღალი დონეების“, აზრის
თავისუფლად გამოთქმის, კომუნიკაციის და პრეზენტაციის
უნარების განვითარებას.
ამ მიზნით
ხელი ეწყობა არაფორმალური განათლების საშუალებით საკლუბო საქმიანობის ხელშეწყობას.
უკვე 12 წელია სკოლაში ფუნქციონირებს ფსიქოლოგიის კლუბი. კლუბის ხელმძღვანელია სკოლის
ფსიქოლოგი, ლელა ჯავაშვილი.
ყოველი
სასწავლო წლის ბოლოს, კლუბი აწყობს შემაჯამებელ შეხვედრას სკოლის საკონფერენციო დარბაზში. წელსაც, 20 მაისს, შედგა კლუბის წევრების საპროექტო თემების პრეზენტაცია. შეხვედრას ესწრებოდნენ სკოლის
დირექციის წარმომადგენლები, მშობლები, მე-9 და
მე-10 კლასის მოსწავლეები და მასწავლებლები.
კლუბის წევრებმა წარმოადგინეს საპროექტო ნამუშევრები:
1.
სხეულის ენა და ემოციური
ინტელექტი
ავტორები:
ლიკა როსტიაშვილი, ელენე ჭიჭიაშვილი
2.
რა
არის წარმატება
ავტორი:
გაბრიელ ნასყიდაშვილი
3. პოზიტიური აზროვნება
ავტორები:
ლორა თამლიანი, ანასტასია კორახაშვილი
3.
ჯგუფის გავლენა პიროვნულ განვითარებაზე
ავტორები:
თამარ ეპიტაშვილი, ნინო წიწილაშვილი
4.
მანიპულაცია, მანიპულაციის სახეები
ავტორები:
ნიკო მდივანი, გიორგი ბურჯანაძე
ყველა პრეზენტაცია გამოირჩეოდა განხილული თემების
აქტუალობით და მნიშვნელობით.
პროექტების პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა საინტერესო კითხვა-პასუხი პროექტების ავტორებსა და მსმენელებს შორის.