მეოთხე ბრიგადის წარმომადგენლები სკოლა “ალბიონში“
პროექტი - “ჩვენი ჯარი”
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად, განაგრძობს პროექტის „ჩვენი ჯარი“ განხორციელებას. პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებსა და ახალგაზრდებში საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, ჯარის პოპულარიზაციას, პატრიოტული სულისკვეთების გაღრმავებას, სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის ხელშეწყობას.
“ჩვენი ჯარის“ ფარგლებში ჯარისკაცებმა, სკოლა „ალბიონის“ მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს სალექციო ფორმატში, პრეზენტაციების სახით გააცნეს თავდაცვის ძალების ისტორია, ამოცანა, თავდაცვის ძალებში მოხვედრა და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობები, თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები. მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ გმირებს, თითოეული მათგანის გმირობის ისტორიას უშუალოდ ჯარისკაცებისგან ისმენდენ.
ჯარისკაცებმა მოსწავლეებს საჩუქრებიც
გადასცეს.