დასრულდა “ალბიონის” VII-VIII-IX კლასელთა შეჯიბრი ფრენბურთში. შეჯიბრი გაიმართა ოლიმპიური სისტემით.
მიზანი:
ფრენბურთის განვითარება და პოპულარიზაცია;
მოსწავლეებს შორის მეგობრული და გუნდური ურთიერთობების გაღრმავება;
ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა;
ნიჭიერი ფრენბურთელების აღმოჩენა;
გამარჯვებული გუნდის აღმოჩენა.
პროექტის ორგანიზატორებია: სპორტისა და ესთეტიკური ციკლის საგნების კათედრა და მოსწავლეთა პარლამენტი.
ვულოცავთ „ალბიონის“ ჩემპიონებს, VIII-3 კლასის მოსწავლეებს და მათ გულშემატკივარ დამრიგებელს, ქალბატონ ელისო სოლოღაშვილს.