მათემატიკის კვირეული

მთავარი » სიახლეები » მათემატიკის კვირეული

მათემატიკის კვირეული


3-დან 7 აპრილის ჩათვლით მათემატიკის კათედრის ინიციატივით "ალბიონში" ჩატარდა მათემატიკის კვირეული. კვირეულის ფარგლებში მათემატიკის პედაგოგებმა ჩაატარეს ღია გაკვეთილები, სახალისო მათემატიკური ვიქტორინები, ინტერაქტიური გაკვეთილები ელექტრონული დაფის გამოყენებით.

კვირეულის ბოლოს კი,  პარასკევს, ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-9, მე-10, მე-11 კლასების მოსწავლეები. მათ წარმოადგინეს შერჩეულ თემებზე საკუთარი კვლევა ( "ოქროს კვეთა", "ფრაქტალები", "პითაგორას თეორემა", "სიმეტრია", "პროცენტი ჩვენს გარშემო", "სივრცული ფიგურები" "ცნობილი მათემატიკოსები").

კონფერენციას ესწრებოდნენ დირექციის წევრები, მათემატიკის კათედრის წევრები და "ალბიონის" მოსწავლეები.

სკოლის გალერეა

საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი
საკლასო ოთახი