სასკოლო პროექტის საინტერესო და შემეცნებითი შემაჯამებელი საღამო საერო სკოლა „ალბიონში“.
არჩევითი საგნის „საქართველოს ეთნოგრაფიის“ ფარგლებში მეათე კლასელთა ინიციატივით მოეწყო ტურნე „ღია ცის ქვეშ ეთნოგრაფიულ მუზეუმში“. აპრილი-მაისის თვეებში ამ მუზეუმმა სკოლის მრავალი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა. საინტერესო და დაუვიწყარი აღმოჩნდა მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გამართული შეხვედრები.
სასწავლო წლის ბოლო დღეს, თავიანთი შთაბეჭდილებები გაუზიარეს სასკოლო საზოგადოებას. იყო პრეზენტაციები, თემატურები, ნახატების გამოფენა, ხალხური მუსიკა... ბევრი ისაუბრეს ჩვენმა მეათეკლასელებმა დარგის აქტუალობაზეც.
საინტერესოდ ჩაერთვნენ საკითხის განხილვაში დამსწრე მოსწავლეები და მათი მასწავლებლები.