წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა სკოლა „ალბიონში" ტრადიციულია. წელსაც ჩვეული ხალისით ჩაიარა ამ დღემ. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ინიციატივით I – IX კლასებში მოსწავლეებმა ფილოლოგებთან ერთად წაიკითხეს ასაკის შესაბამისი ნაწარმოებები, განიხილეს, გამოთქვეს საკუთარი აზრი. ამ დღემ მოტივაცია გაუჩინა ბავშვებს, კვლავაც ზიარებოდნენ მხატვრული ლიტერატურის ჯადოსნურ სამყაროს.