„სიკეთე გადამდებია" - ამ სლოგანით „ალბიონის" მე-122 კლასის მოსწავლეებმა, სკოლის დირექციის ხელშეწყობით, სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის საქველმოქმედო აქცია გამართეს.
სკოლის მოსწავლეების აქტიური ჩართულობით შეგროვდა სურსათი, ტანსაცმელი, სათამაშოები, წიგნები, რომლებიც გადანაწილდა 3 ოჯახზე.
ამ საოცრად ზრუნვითა და თანამდგომით სავსე დღემ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ სიკეთე ალამაზებს ადამიანების ცხოვრებას.