2019 წლის 7 მარტს ქალთა ტრიო პალიტრამ 8 მარტი მიულოცა სკოლა „ალბიონის" პედაგოგებს. ეს იყო დაუვიწყარი შეხვედრა შესანიშნავ მომღერლებთან მარინე ფალავანდიშვილთან, ლეილა წვერიკმაზაშვილთან და მზია მუკატარიძესთან. აღსანიშნავია ნუცა ჯანელიძის პროფესიონალური აკომპანიმენტი. მადლობა შესანიშნავ ქალბატონებს დაუვიწყარი საჩუქრისათვის.